ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდეს, მოქალაქეებს ფულადი დახმარება დაურიგოს. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ შექმნილი ვითარების გამო, ყოველ ოჯახს ათას-ათასი ლარი უნდა გადასცენ.
"ივანიშვილის 30 მილიონ დოლარიანი ქველმოქმედება წარმოადგენს მის შემოქმედებაში საუკუნის მეორე აფიორას უფასო ფულთან ერთად. დამერწმუნეთ, არც ერთი თეთრი ჩვეულებრივ ხალხთან არ მივა. ეს არის იმ 20 მილიარდი მოპარულიდან პატარა მოციცქნული თანხა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მარჯვენა ჯიბიდან გადაიტანა საკუთარ მარცხენა ჯიბეში. თუ ეს ასე არ არის, მაშინ აიღონ და ყოველ ოჯახს დაურიგონ 1000-1000 ლარი,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.