აუცილებლობის შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება - თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას ხელისუფლება პროცესებზე დაკვირვების შედეგად მიიღებს. მისი თქმით, ამ დროისთვის დამატებით რომელიმე რეგიონში სრული კარანტინის დაწესება არ განიხილება
"ჩვენ არარეალურ ბრძოლაში ვართ, ბრძოლაში, სადაც მტერს ვერ ვხედავთ. ჩვენ ვადევნებთ ყოველდღიურად თუ რა ხდება მსოფლიოში და ამის შესაბამისად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. თუ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. მიმდინარეობს მოკვლევა თუ საიდან მოდის ვირუსის გადადებისა და გავრცელების მიმართულება და შესაბამისად, ამას მოჰყვება რეაგირებაც," - აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე.