18 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პროკურატურაში წერილი შეიტანა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პროკურატურაში წერილი შეიტანა. მისი განმარტებით, ბილეთებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დასაბრუნებლად ყიდულობენ შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს თაღლითურ სქემასთან.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არაეფექტურია.

"ჩვენ არ გვჭირდება საგარეო საქმეთა მინისტრისგან და გიორგი გახარიასგან ხმამაღალი განცხადებების გაკეთება. როდესაც საგანგებო მდგომარეობის მიღებას მხარი დავუჭირეთ, ჩვენ მათ პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება მივანიჭეთ, რომ გაატარონ ის ზომები, რაც აუცილებელია. ამ კრიზისის პირობებში ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც არის სოლიდარული საკუთარი მოქალაქეების მიმართ და ეფექტური. შესაბამისად, შეგვაქვს სარჩელი, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც სოლიდარობას და ვერც ეფექტიანობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოვახერხოთ ჩვენი თანამოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები