ლაშა ჩხარტიშვილი აგრარული ბაზრების დაკეტვას აპროტესტებს და ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ბიზნეს ინტერესებით ხსნის. "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ბაზრების დახურვა წვრილ მეწარმეებს ფინანსურად აზარალებს, სამთავრობო წრეებთან ასოცირებულ ბიზნესს კი მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ლაშა ჩხარტიშვილი ხელისუფლებას ბაზრების გახსნისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებისთვის ერთ კვირიან ვადას აძლევს.
"ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას ერთი კვირის ვადაში გამოყოს თანამშრომლები და უზრუნველყოს სასურსათო ბაზრობებზე წესრიგი ეპიდემიური თვალსაზრისით. მანამდე კი მოქალაქეებს მოვუწოდებთ ბოიკოტი გამოუცხადონ კარფურს, რათა არ შეუწყონ ხელი ივანიშვილის კიდევ უფრო გამდიდრებას, მოსახლეობის უმრავლესობის შიმშილის ხარჯზე,"- აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი.