18 ნოემბერი 2024,   07:19
ვრცლად
დავით ჭიჭინაძე ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოსახლეობისთვის სანქციების შეჩერებას ითხოვს

დავით ჭიჭინაძე ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოსახლეობისთვის სანქციების შეჩერებას ითხოვს და მთავრობას ფორსმაჟორული სიტუაციისთვის სახელმწიფოს პოლიტიკის შემუშავებას ურჩევს.

მისი  განმარტებით, შემოსავლის გარეშე დარჩენილი პირებისთვის საჯარიმო სანქციების დაკისრება გრძელდება, რაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში დაუშვებელია.

პოლიტიკოსი აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის დროებით შეჩერების ულტიმატუმს აყენებს. მისი თქმით, გამოსახლების გარდა ყველა პუნქტი მოქმედებს, რაც ამ მდგომარეობაში დაუშვებელია.

"ფორსმაჟორი გულისხმობს შეჩერებას. ეს არის დაუძლეველი წინააღმდეგობის ძალა. ეს არის: ომი, ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და საგანგებო სიტუაცია. თუ ხელისუფლება ქვეყენაში ეკონომიკის მუშაობას ვერ უზრუნველყოფს - ეს მათი ბრალია. ადამიანებს უბრალოდ ფული წაართვა, ეს არ არის ეკონომიკა,"- აცხადებს დავით ჭიჭინაძე. 

დღის ამბები