18 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს მხარს უპირობოდ აღარ დაუჭერს

გახანგრძლივდება თუ არა, საგანგებო მდგომარეობა ქვეყენაში 21 აპრილის შემდეგ, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს, აუცილებლად მოხდება. 

საგანგებო სიტუაციის გაგრძელების იდეას, შესაძლოა, ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭიროს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მათგან უპირობო მხარდაჭერა ამ საკითხზე არ იქნება. 

"ალბათ, ორშაბათს ბიუროს სხდომაზე, მთავრობა წარმოადგენს წინადადებას, საგანგებო სიტუაციის გახანგრძლივების შესახებ. ჩვენი მხრიდან კი, ეს არ იქნება უპირობო და უკრიტიკო მხარდაჭერა, როგორც წინა შემთხვევაში. ვინაიდან, ჩვენ ვნახეთ კარანტინის მდგომარეობაში, უამრავი სამუშაო ადგილის გაჩერების დროს ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი ულუკმაპუროდ დარჩა. მთავრობამ პარალელურად, ანტიკრიზისული გეგმა უნდა წარმოადგინოს, ერთი მხრივ, სახლში დარჩენილი ადამიანების დახმარება და ბიზნესის მხარდაჭერის გეგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ნიშნავს, ადამიანების გაწირვას და მათ გამოკეტვას სახლში ყოველგვარი დახმარების გარეშე," - აცხადებს რომან გოცირიძე. 

დღის ამბები