18 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
კონტროლის გავლის შემდეგ მოქალაქეებს მედიკამენტებისა და სურსათის შეძენის საშუალება ექნებათ - ახალი საკარანტინო ზონა აჭარაში

ბლოკ-პოსტებით დაყოფილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები - სოფელ გვარაში, რომელიც უკვე მეოთხე დღეა ვირუსის გავრცელების რისკის ზონააა, ორივე შესასვლელთან გადაადგილება მკაცრად გაკონტროლდება.

ასევე, 7 ლოკაცია შეირჩა სოფლის შიდა ტერიტორიაზე საკონტროლო პუნქტებისთვის.

მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში კი მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს​

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ქობულეთის სოფლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების დაწესების თაობაზე გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების დასკვნის საფუძველზე მიიღეს.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკარანტინო ზონაში კონტროლის გავლის შემდეგ, მოქალაქეებს მედიკამენტებისა და სურსათის შეძენის საშუალება ექნებათ.

"შეზღუდვები ეხება როგორც შესვლას, ასევე გამოსვლას. აქ მკაცრი კონტროლი დაწესდება სურსათის მომარაგების კუთხით. სოფლის მეურნეობის მინისტრს თავის კოლეგებთან ერთად დაევალა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან ერთად გაატარონ ყველა ის ღონისძიება, რაც უზრუნველყოფს საკმარისი სურსათის არსებობას ამ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში.

პარალელურად, მოქალაქეებს ჩვეულებრივ რეჟიმში, ოღონდ კონტროლის გავლის შემდეგ, საშუალება ექნებათ როგორც მედიკამენტების, ასევე სურსათის შეძენის. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს, ეს კონკრეტულ რეგლამენტს უნდა დაექვემდებაროს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის შემუშავებული," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კოტე ანანიაშვილის თქმით, ყველა სოფლის გასასვლელი გაკონტროლდება. მისივე თქმით, შეზღუდვა წესდება ყველა პირზე, გარდა სადისტრიბუციო და სხვა სპეციალიზებული დანიშნულების მქონე პირებისა.

დღის ამბები