არქიდიაკონმა დემეტრემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილებს გააცნო განრიგი, თუ როგორ ჩატარდება ვნების შვიდეულში საეკლესიო რიტუალები.
არქიდიაკონის თქმით, შაბათს 22:00 საათზე დაიწყება საღვთო მსახურება.
"შაბათს დილის 7 საათზე შესრულდება წესის აგება, ჟამების კითხვა, ხოლო 9 საათზე შესრულდება წმ. ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია. საღამოს, 22 საათზე შუაღამის ჟამი. 23 საათზე ტაძარში მობრძანდება ილია მეორე, ხოლო ღამის 12 საათზე დაწყება ლიტანიობა," - განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრემ.
როგორც დღეს დილით, მეუფეების ნაწილი აცხადებდა, სავარაუდოდ დიდი ხუთშაბათის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი დაზუსტებით, შევა თუ არა საღდგომო წირვის ჩატარებაში ცვლილება.