18 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივების საკითხზე დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ

უნდა გახანგრძლივდეს თუ არა საგანგებო მდგომარეობა ქვეყენაში 21 აპრილის შემდეგ - ამ საკითხზე საკუთარ მოსაზრებას დეპუტატები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააფიქსირებენ. ოპოზიციის ნაწილი საგანგებო სიტუაციის გაგრძელების მხარდაჭერას არ აპირებს და ხელისუფლებისგან ანტიკრიზისულ გეგმას ელოდება.

როგორც კანონმდებლები ამბობენ, აუცილებელია მთავრობას გაწერილი ჰქონდეს სახლში დარჩენილი ადამიანების დახმარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის კონკრეტული სქემა. დღის წესრიგის მიხედვით, ბიუროს სხდომაზე გათვალისწინებულია რატიფიცირებისთვის საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის გაფორმებული შეთანხმების წარდგენა. მოხდება ასევე რამდენიმე კანონპროექტის ინიცირება.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დეპუტატები დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პირველად შეიკრიბებიან. კანონმდებლები ერთმანეთისგან დისტანცირებულად დასხდებიან. 

დღის ამბები