18 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ჯერ დანამდვილებით არ შეიძლება ითქვას გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი - გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ნაადრევად მიიჩნევს. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვამდე (21 აპრილი) ჯერ საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი და მის გაგრძელება-არ გაგრძელებასთან დაკავშირებით დანამდვილებით რაიმეს თქმა, შეუძლებელია. 

"ჯერ, 21 აპრილამდე მაინც რჩება ისეთი დრო, რომ დღეს დანამდვილებით არ შეიძლება ითქვას, გაგრძელდება თუ არა და რა პერიოდით გაგრძელდება. თუმცა, 2-3 დღით ადრე მოხდება, რა თქმა უნდა, შესაბამის პროფესიონალებთან კონსულტაციები საბჭოს მიერ და ბუნებრივია, რომ იმ არგუმენტებზე დაყრდნობით, რაც იქნება ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის სასარგებლო, იქნება ის გადაწყვეტილება მიღებული, რის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება-არ გაგრძელებასთან დაკავშირებით წარდგენილი იქნება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გაგრძელებასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.

დღის ამბები