საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ, პარლამენტში ბიუროს პირველი სხდომა იმართება. დღეს დეპუტატები, სავარაუდოდ, იმსჯელებენ დაუჭერენ თუ არა მხარს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას. ოპოზიციის ნაწილმა უკვე თქვა, რომ აქვს საკუთარი ხედვა და ელოდება ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ კონკრეტული გეგმა უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, წინააღდეგ შეთხვევაში ეკონომიკას დიდი ზიანი მიადგება. ბაქრაძე აცხადებს, რომ თუკი ხელისუფლება მსგავს გეგმას არ წარმოადგენს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერენ.
"კონკრეტული დახმარების გეგმის გარეშე, საგანგებო მდგომარეობის შემოღება შეუქცევად ზიანს მიაყენებს ჩვენს ეკონომიკას და თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში. ამიტომ, ვიმეორებ, ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ სამედიცინო და საკარანტინო ღონისძიებებს, მაგრამ თუ არ იქნე კომპლექსური ყოვლისმომცველი და კონკრეტული გეგმა როგორ ვეხმარებით ეკონომიკა, როგორ ვეხმარებით გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, ასეთი გეგმის არ ქონის შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება მხარს ვერ დავუჭერთ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
კონკრეტული გეგმის წარმოდგენას ითხოვს "ნაციონალური მოძრაობაც." ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება ანტიკრიზისული გეგმის გარეშე წარმოუდგენელი იქნება.
"მთელი საზოგადოება ელოდება, რომ საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმას. თუ არ იქნება ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, მაშინ მთელი პასუხისმგებლობა მოსახლეობაზე, რომელიც გამოკეტეს სახლში და არავითარი სოციალური დახმარება ამ მოსახლეობას არ აქვს, რასაკვირველია, ეკისრება ხელისუფლება. იმ შემთხვევაში, თუ იქნება სოციალური პაკეტი, იმ შემთხვევაში თუ იქნება გამართული ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და როგორი იქნება ვითარება 21 აპრილისთვის, მაშინ ჩვენ მოვიფიქრებთ, დავუჭიროთ თუ არა მხარი საგანგებო მდგომარეობას,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
განცხადება გააკეთეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმცა. ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ფინანსურად უნდა დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომელთაც შექმნილი ვითარების გამო სამსსხური დაკარგეს.
"ნებისმიერ გონივრული ვადა უნდა იყოს მისაღები იმისთვის, რომ ჩვენ საერთო კონსენსუსის საფუძველზე შევძლოთ გახანგრძლივება ამ საგანგებო მდგომარეობის. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რაც ამდენი ხანი უნდა გაეკეთებინა, ეს არის იმ ადამიანების ფინანსური დახმარება, რომელთაც სამუშაო დაკარგეს. თუ ხელისუფლება ახლა ზის და ითვლის, ვის უფრო გაუჭირდა და ვის უფრო ნაკლებად გაუჭირდა და ა.შ. ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ჩვენ არანაირი აღრიცხვის მექანიზმი არ გვქონია მაგისი. დახმარება უნდა იყოს პირდაპირი ფინანსური დახმარება და არ უნდა იყოს რეალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლები,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.