18 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
საზღვრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება დაგვჭირდება - ილია ნაკაშიძე

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ ხვალ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ილია ნაკაშიძემ განაცხადა. ილია ნაკაშიძე ფიქრობს, რომ იმის გათვალისწინებით რა ვითარებაცაა მეზობელ ქვეყნებში, ვადის გახანგრძლივება აუცილებელი გახდება.

"ჩვენ გვჭირდება, როგორმე მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა და მეორეს მხრივ, მაქსიმალურად მინიმიზაცია გავუკეთოთ ეკონომიკურ პრობლემებს სახელმწიფოში. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ხვალ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს ამაზე. მე ვფიქრობ, რომ იმის გათვალისწინებით, რაც ხდება ჩვენს საზღვრებზე, ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში, ალბათ, დაგვჭირდება გაგრძელება, მაგრამ ამას გადაწყვეტენ ჩვენი კოლეგები,“ - განაცხადა ილია ნაკაშიძემ. 

დღის ამბები