ხატია დეკანოიძემ ფონდ "ქართუს" წერილობით მიმართა. "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს იმ 100 მილიონი ლარის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, რომელიც ფონდში ბიძინა ივანიშვილმა ჩარიცხა.
მისი ინფორმაციით ჩნდება ეჭვი, რომ თანხა ეკუთვნის ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიას.
"ჩვენ გვსურს გასაჯაროვდეს, როგორია წარმომავლობა ამ ფულის და ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ეს არის საქართველოს მოქალაქეებისგან მოპარული ფული, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ვითომ გადარიცხა ამ ფონდში,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.