პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 14-მა ქვეყანამ აღნიშნა ხაზგასმით, რომ საქართველოს ხელისუფლება წარმატებით გაუმკლავდა ვირუსის მასიური გავრცელების შეკავებას და უკვირს, რომ ეს ქართული ოპოზიციისთვის არის გაუგებარი.
"მართლა ვერ ვხვდები, იმას რასაც 14 ქვეყანა მსოფლიოში და საერთაშორისო ორგანიზაცია მიხვდა, თქვენთვის რატომ არის გაუგებარი, მიჭირს ამის გააზრება. 14-მა ქვეყანამ და ორგანიზაციამ აღნიშნა ხაზგასმით, რომ საქართველოს ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა ვირუსის მასიური გავრცელების შეკავებას,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე მსჯელობს. ეს არის ბიუროს პირველი სხდომა, 21 მარტის, ანუ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის და კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ. ბიუროს სხდომაზე დამოუკიდებელმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია, ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინოს. ისინი ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.