სოფელი ხიდისყურის მოსახლეობა ტერიტორიას არ ტოვებს, აკრძალულია შესვლაც. სამართლადამცავებმა ბლოკპოსტები ადგილზე დღის ბოლოს განათავსეს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სოფელში შეზღუდულია მუშაობა მედიისთვისაც, ხიდისყურში შესვლის უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს.
სოფელი ხიდისყური მეორე დღეა, ეპიდემიოლოგების ყურადღების ცენტრშია, დასახლებაში სადაც სულ 18 ოჯახი ცხოვრობს, დღეს კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა. 30 წლის ქალი ბოქსირებულ განყოფილებაში, მისი ოჯახი კი კარანტინში გადაიყვანეს.
ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი თბილისიდან ჩასული ნათესავისგან გადაედო. ქალი რომელიც უცხოელებთან თარჯიმნად მუშაობდა, სოფელში ოჯახთან ერთად ერთი კვირის წინ ჩავიდა და შეხება ჰქონდა რამდენიმე მეზობელთან. კოვიდ 19-ის დიაგნოზით ის სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ გადაიყვანეს, ეპიდემიოლოგები ორივე ქალის კონტაქტებს სწავლობენ.
სრულ იზოლაციაში დარჩენილი ხიდისყურის მაცხვოვრებლები ამბობენ, რომ უსაფრთხოების გამო გარეთ აქამდეც არ გადიოდნენ. იმის გამო, რომ სოფლის ჩაკეტვას არავინ ელოდა, ადგილობრივებს პროდუქტების მარაგი არ აქვთ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მათ პირველადი მოხმარების პროდუქტების მიწოდებას ადგილობრივი ხელისუფლება დაპჰირდა.
თარჯიმანი ქალის კლასტერში ამ დროისთვის 2 ადამიანია. ექიმები აკვირდებიან მისი მეუღლის, 2 შვილისა და მამის ჯანმრთელობას. ხაშურის რაიონის ხოფელ ციხისყურის მაცხვორებლებს ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი, ამ დროისათვის საეჭვო შემთხვევები სოფელში არ არის. მოსახლეობა თვითიზოლაციაში, სამართალდამცავები კი დასახლების შესასვლელებში რჩებიან.