18 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
სჯობს ახლა იყოს მკაცრი და დროებითი შეზღუდვები, ვიდრე პროცესი თვეობით გაგრძელდეს - მამუკა მდინარაძე საგანგებო რეჟიმზე

გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო რეჟიმი - საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას მიიღებს და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის. მმართველ გუნდში საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

"თუკი რაიმე შეზღუდვა წესდება, თუკი რომელიმე ობიექტს არ ეძლევა საშუალება რომ იმუშაოს, არის დაკავშირებული იმასთან, რომ იგივე ობიექტმა არ შეწყვიტოს შემდეგ უკვე მუშაობა რამდენიმე თვით. ამიტომ ახლა შევზღუდოთ მაქსიმალურად მკაცრად, წესებით დაცვით გავაკეთოთ ყველაფერი და ეს შეზღუდვები იყოს დროებითი, მაქსიმუმ ერთი თვე და ამის შემდეგ ამ ობიექტებს მიეცეთ მუშაობის გაგრძელების საშუალება," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ხელისუფლება უახლოეს დღეებში ანტიკრიზისული გეგმის გასაჯაროებასაც აანონსებს. ამჟამად მოქმედ საგანგებო რეჟიმს ერთთვიანი ვადა 21 აპრილს ეწურება.

  

დღის ამბები