18 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
გამკაცრებული ზომები მომდევნო 10 დღე ეხება ყველას, მათ შორის, ონლაინ გაყიდვებსაც - გიორგი გახარია

პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია ბრიფინგზე ონლაინ გაყიდვების თემასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მომდევნო 10 დღის მანძილზე გამკაცრებული ზომები ყველასთვის იქნება გასათვალისწინებელი, მათ შორის, ონლაინ გაყიდვებისთვისაც.

"ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადაადგილება უნდა შევზღუდოთ. ეს იქნება ონლაინ შოპინგი, ქიმიის მაღაზია თუ პარფიუმერია. 10 დღე ყველა უნდა გაჩერდეს ეს არის ნათელი. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ. უნდა გვესმოდეს, რომ ყველამ უნდა გაიჭირვოს 10 დღე. პირდაპირ გეუბნებით, რომ შეზღუდვებიდან გამოსვლის გეგმა გვაქ, სადაც ონლაინ მაღაზიები და "სუფთა სახლი" პირველები დგანან. ეს მაღაზიები ძალიან დიდ ნაწილს აგენერირებენ, ამიტომ არის ძალიან მაღალი რისკი. ჩვენთვის მთავარია ახლა სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები, ის ნივთები, რისი ყიდვაც აქ შეგვიძლია, უნდა ვიყიდოთ აქ და სხვა ყველაფერი არის მეორხარისხოვანი. ჩვენი ამოცანა ვაჭრობის და ბიზნესის წახალისება არ არის, ამიტომ რაც მეტი მკაცრი შეზღუდვები იქნება, მით უფრო სწრაფად გაიხსენბა ონლაინ შოპინგის ამბავიც, "სუფთა სახლიც" და სხვა დაწესებულებებიც."- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები