ფინანსთა მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში ონლაინგაყიდვების შეზღუდვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ შეზღუდულა სურსათის და მედიკამენტების ონლაინ ყიდვა, რაც შეეხება სხვა პროდუქციის ყიდვას, მაჭავარიანის თქმით, აქ გაცილებით რთული ლოჯისტიკაა და შესაბამისად შეზღუდვაც ამის გამო ეხება.
"თქვენ გგონიათ, რომ ონლაინ გამოიძახებთ და ციდან ჩამოვარდება რამე? იმას თავისი ლოჯისტიკა, თავისი საწყობი, თავისი მთელი ეს ჯაჭვი ხომ არსებობს. შედარებით დაბალრისკიანია, მაგრამ ამ ეტაპზე, როდესაც ვსაუბრობთ, რომ უნდა შევზღუდოთ აქტივობები და ყველა დარჩეს სახლში, ესეც რომ შევზღუდოთ არაა ლოგიკური?" - განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე, სწორედ ეს სექტორები ამუშავდება.