მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის გამო 4 დიდი ქალაქის, მათ შორის თბილისის ჩაკეტვა დააანონსა, დედაქალაქის გასასვლელში მანქანების სიმრავლეა. მოქალაქეები თბილისს ტოვებენ და სააღდგომო დღესასწაულებზე რეგიონებში მიდიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით, თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი 10 დღით ჩაიკეტება. აღნიშნულ ქალაქებში შესვლა-გასვლა მხოლოდ სპეციალური საშვით იქნება შესაძლებელი.