18 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
წყნეთისა და კოჯრის გზაგასაყარზე განთავსებული საგუშაგო კიკეთში გადაიწევს - კახა კალაძე

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით, თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი 10 დღით ჩაიკეტება. აღნიშნულ ქალაქებში შესვლა-გასვლა მხოლოდ სპეციალური საშვით იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა დედაქალაქის მერი და გამკაცრებული ზომების დროს ერთ-ერთი საგუშაგოს ადგილის შეცვლაზე ისაუბრა.

თბილისის მერის განცხადებით, წყნეთისა და კოჯრის გზაგასაყარზე განთავსებული იყო სპეციალური საგუშაგო და კიკეთი ამ საგუშაგოს მიღმა რჩებოდა. კახა კალაძის თქმით, საგუშაგო გადაიწევს კიკეთში, ისე რომ მოსახლეობას თბილისთან დასაკავშირებლად პრობლემა არ შეექმნას.

"კიკეთი რჩებოდა თბილისის მიღმა, ჩვენ გავითვალისწინეთ ეს მდგომარეობა და საგუშაგო გადაიწევს კიკეთში და იმ ადამიანებს ვინც ყოველდღიურად ადის-ჩამოდის და იქ იმყოფება, მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები