18 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობას ვერ დავუჭერთ მხარს უპირობოდ - რომან გოცირიძე

ოპოზიცია მთავრობის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუკი მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებენ. მათ შორის არის ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენა.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს უპირობოდ ვერ დაუჭერს და მთავარი მოთხოვნა ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენა იქნება. 

"ჩვენ იმ იმედით დავუჭირეთ მხარი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი, რომ იგი იქნებოდა აღსრულებული ხელისუფლების მიერ. მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ გააკეთა ხელისუფლებამ. ამიტომ მას მოუწია ზომების გამკაცრება და კომენდანტის საათის შემოღება. ამ შემთხვევაშიც ორმაგი სტანდარტით მიუდგა იგი ამ ამბავს და აგერ უკვე 4 ქალაქი გახდა ჩასაკეტი. საგანგებო მდგომარეობას ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს უპირობოდ. ჩვენი მოთხოვნა იქნება ანტიკრიზისულის გეგმის წარმოდგენა, სადა დეტალურად გაიწერება, თუ რა დახმარება გაეწევა სახლში დარჩენილ ასობით ათას ჩვენს მოქალაქეს, რომელიც უკვე შიმშილის ზღვარზეა მისული," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებითი შეზღუდვების შექმნა შეუძლია. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ მარს დაუჭერთ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელ ყველა სამედიცინო ღონისძიებას. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობას აქვს დამატებითი ძალიან მძიმე შეზღუდვები ეკონომიკისთვის. და იმ პირობებში, როდესაც ათეულობით ათასი ადამიანი ვეღარ აიღებს აპრილის თვის ხელფასს, როდესაც ათეულობით ათასი თვითდასაქმებული დარჩა ამ თვეში ყოველგვარი შემოსავლის გარეშე და მათ მთავრობა არაფერ კონკრეტულს არ ეუბნება, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში საგანგებოს გაგრძელება და ყოველგვარი დახმარების და შემოსავლის გარეშე ადამიანების კიდევ 10 მაისამდე შეზღუდვების პირობებში დატოვებას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ," - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები