ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას უმრავლესობის წევრები მხარს დაუჭერენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ამ საკითხზე მათ კონსულტაიები უკვე ჰქონდათ.
"დღემდე ძალიან ბევრს ვსაუბრობდით იმაზე, რომ შეკავების სტრატეგია რომელიც მთავრობამ გაატარა და ჯანდაცვის მუშაკებმა ივაჟკაცეს, შეიძლება ყველაფერი დარჩეს მეორე პლანზე და გავრცელების ხარისხი და არეალი იმდენად გაფართოვდეს, რომ უდიდესი პრობლემა შეუქმნა ქვეყანას როგორც ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარეობს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო მთავრობა. რასაკვირველია წინასწარი კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით გქონდა. მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტიც უახლოეს პერიოდში მოგვმართავს და უმრავლესობა რასაკვირველია მხარს დაუჭერს ამ შეზღუდვებს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.