18 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
ვახტანგ ჭარაია: მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ნაკლები შეზღუდვები ახლდეს

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, ჯერჯერობით ცნობილი არაა საერთაშორისო დონორების მიერ კორონავირუსის კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი დახმარების რა ნაწილი იქნება სესხი და რა ნაწილი გრანტი, თუმცა ეკონომიკის ექსპერტი ფიქრობს, რომ დიდი ნაწილი მაინც სესხი იქნება. ჭარაიამ იმ შეზღუდვებზეც ისაუბრა, რომელიც მსგავს ფინანსურ დახმარებებს ახლავს თან.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის დინამიკურობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ დახმარებაში იყოს თავისუფალი სახსრები და ფულის სხვადასხვა მიმართულებით გამოყენება იყოს შესაძლებელი:

"შეზღუდვა შეიძლება იყოს ის, რომ როდესაც მიზნობრივად გეუბნება ესა თუ ის ორგანიზაცია, რომ ამაში გაძლევ ფულს, რომ დახარჯო. რასაც შენ ასაბუთებ, რომ გჭირდება ამ მიმართულებით ფული. ისე არავინ მოგცემს. ამ ფულის სხვა მიმართულებით გამოყენების უფლება არ გაქვს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, რადგან ეს პანდემია არის ძალიან დინამიური და ყოველდღიურად იცვლება სურათი, შეიძლება დღეს ჯანდაცვის კუთხით გვჭირდებოდეს დახმარება და ხვალ სხვა მიმართულებით დაგვჭირდეს, ჩვენ რაც უფრო მეტად გვექნება თავისუფალი სახსრები იმისთვის, რომ მიმდინარე და ახალ პრობლემასაც ვუპასუხოთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით მუშაობს, როგორც ვიცი, ხელისუფლება," - განაცხადა ჭარაიამ.

დღის ამბები