18 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
მოქალაქეები პირადობას, პასპორტს, დაბადების მოწმობასა და სხვა დოკუმენტს დისტანციურ რეჟიმში ფოსტის მეშვეობით მიიღებენ

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ თითქმის სრულად აღადგინა დისტანციური სერვისები. მოქალაქეები საჭიროების შემთხვევაში პირადობას, პასპორტს, დაბადების მოწმობას და სხვა დოკუმენტებს დისტანციურად მიიღებენ.  

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, ზურაბ სანიკიძე ამბობს, რომ დოკუმენტების მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი.

მისი თქმით, მოქალაქეები შესაბამის დოკუმენტებს საცხოვრებელ მისამართებზე ფოსტის მეშვეობით მიიღებენ. ზურაბ სანიკიძე აცხადებს, რომ მოქალაქეს, რომელიც დოკუმენტს განმეორებით იღებს, მას მომსახურების მიღება სრულად დისტანციურად შეეძლება და არც ერთ სერვისცენტრში მისვლის საჭიროება არ ექნება.

"სახელმწიფოს სერვისების სააგენტომ, ასევე მთლიანობაში სამინისტრომ, ყველა სიპმა, ვინც საჯარო სერვისების მიმწოდებელია და ვინც ამ კუთხით ფუნქციონირებს, თავისი ფუნქციონირება თითქმის სრულად აღადგინა დისტანციურ რეჟიმში, თუმცა არა მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. პირადობა და პასპორტთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს შემდეგი მოცემულობამ, რომ თუ მოქალაქე პირველად იღებს პასპორტს, ანუ მას მანამდე არ ჰქონია ელექტრონული პირადობის მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი, ასეთ შემთხვევაში მოქალაქე წინაწარ ცხელ ხაზზე ჯავშნის ამ მომსახურებას. ჩვენი ოპერატორი მას წინასწარ განუსაზღვრავს კონკრეტულ დროსა და ადგილს, რა დროსაც ის საქართველოს მასშტაბით, მოვა კონკრეტულ ადგილას სადაც ჩვენ მას დავეხმარებით რომ ავიღო მისი ბიომეტრიული მონაცემები და შემდგომ უკვე დამზადებული დოკუმენტები გაეგზავნება ფოსტით მასთან საცხოვრებელ ადგილზე," - განაცხადა ზურაბ სანიკიძე.

ზურაბ სანიკიძე ამბობს, რომ 70 წლის ან მეტი ასაკის პირების შემთხვევაში, სააგენტოს თანამშრომლები დახმარებას ადგილზე გაუწევენ.

"70 და მეტი ასაკის პირებს და იმ პირებს, ვისაც შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაადგილება ჰქონდეთ შეზღუდული, მათ ჩენ ადგილზე მოვემსახურებით შესაბამისი ეკიპირებით, მოწყობილობით უზრუნველყოფილი მას ჩვენი თანამშრომლები ადგილზე მიაკითხავენ და ადგილზე გაუწევენ მომსახურებას," - განაცხადა ზურაბ სანიკიძემ.

 

დღის ამბები