"ქართული საცალო ბიზნესის ასოციაცია" ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ხელისუფლებისგან ბიზნესის დახმარებას ითხოვს.
ასოციციის წევრებმა პრემიერ-მინისტრის განცხადებებიც შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეკონომიკის სამინისტროს შეხვედრის მოთხოვნით 3 კვირის წინ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
ასოციაციაში ფიქრობენ, რომ აუცილებელია შეღავათების დაწესება და ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლება.