"ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც პრემიერ გიორგი გახარიას მიმართა და წინასააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, მის ქმედბებს უპასუხისმგებლო უწოდა.
ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ პასუხისმგებლობას თავი აარიდა და ის, მოსახლეობას გადააბარა.
"ახალი საქართველოს" ლიდერის განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია მოსახლეობის ეპიდუსაფრთხოებაზე იზრუნოს. მოსახლეობას კი, მოუწოდა დაიცვან წესები, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს და საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
"ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური, ბინძური თამაში ხელისუფლების მხრიდან. ისინი რელიგიურ გრძნობებზე თამაშობენ, რამაც შესაძლოა ენით აღუწერელი ეპიდაფეთქება გამოიწვიოს და რაც ყველაზე ცუდია, ბოლოს ვნახავთ, რომ ისინი ამ პროცესებს გაერიდებიან, ხალხი ხელს ეკლესიისკენ გაიშვერს და ისინი ბედნიერები იქნებიან იმით, რომ ეკლესიას კიდევ მეტი შეტევა ექნება საზოგადოების მხრიდან.
ამიტომ, ეს არის უპასუხისმგებლო ქმედება გახარიას მხრიდან,"- განაცხადა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.