20 აპრილი 2024,   07:03
ვრცლად
სოციალურად დაუცველების დასახმარებლად დაწყებულ საქველმოქმედო კამპანიაში კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია ჩაერთო

მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველების დასახმარებლად დაწყებულ საქველმოქმედო კამპანიაში კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია ჩაერთო.

პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი ესწრებოდა.

კახა კალაძის განცხადებით, მსგავსი აქტივობები უმნიშვნელოვანესია.

"ეს საკმაოდ კარგი და მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. ჩართულია სრულიად ბიზნესსექტორი და ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები. ძალიან დიდი მადლობა მინდა ყველას გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის," - განაცხადა კახა კალაძემ.  

დღის ამბები