18 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობას მეორადი მნიშვნელობა ენიჭება - სამადაშვილი საპატრიარქოსა და ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე

საპატრიარქოსა და ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ სერიოზული რისკების მიუხედავად, აღდგომის ღამეს ეკლესიებში მრევლის ყოფნა დაიშვას, პოლიტიკური პარტიები შეცდომას უწოდებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქვეყანა მძიმე შედეგებს მიიღებს და სრული პასუხისმგებლობა სწორედ ამ ორ მხარეს ეკისრება.

"აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიცია, რადგან ამ პოზიციას მნიშვნელობა აქვს მომავალი პოლიტიკური არჩევნებისთვის. აღმოჩნდა, რომ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას მეორადი მნიშვნელობა ენიჭება. სერიოზულ გავრცელებას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, სავარაუდოდ, უბრალოდ ვერ გაუძლებს, ჩვენ დავდგებით უდიდესი გამოწვევის წინაშე,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები