18 ნოემბერი 2024,   07:17
ვრცლად
ხელისუფლება პილატე პონტოელის მსგავსად მოიქცა - გიორგი ვაშაძე

"ახალი საქართველოს" ლიდერის თქმით, ხელისუფლება პილატე პონტოელივით იქცევა და პასუხისმგებლობას მოვლენების განვითარებაზე ხალხს აკისრებს. აღნიშნული განცხადებით, გიორგი ვაშაძე საპატრიარქოსა და ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების სერიოზული რისკების მიუხედავად, აღდგომის ღამეს ეკლესიებში მრევლის დაშვებას გულისხმობს

"ხელისუფლებამ საბოლოოდ დაიბანა ხელი და პასუხისმგებლობა მთლიანად ხალხზე გადაიტანა, სწორედ პილატე პონტოელის მსგავსად მოიქცა და თავიდან ბოლომდე აჩვენა საკუთარი სახე, რომ მისთვის მთავარი და პრიორიტეტული არის ხმები, პოლიტიკა და არა ადამიანების ჯანმრთელობა. ისინი მხოლოდ საუბრობენ ადამიანებს ჯანმრთელობაზე თორემ ნამდვილად არ აწუხებთ ეს. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმიტომ რომ მომაკვდინებელი ვირუსი გვებრძვის თითოეულ ადამიანს. აგერ ჯანდაცვას მინისტრიც გამოვიდა და თქვა რომ 2000 მდე შეიძლება აიწიოს ეს ყველაფერი და დამერწმუნეთ რომ პირველი თქვენსკენ გამოიშვერენ ხელს,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები