საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების ფონზე დაწესებული მოთხოვნების შესრულების აუცილებლობაზე მმართველი გუნდი საუბრობს. გიორგი ვოლსკის განცხადებით, უკვე საუბარი იმაზეა, იარსებებს თუ არა ქვეყანა პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობით გამოწვეული კრიზისების ფონზე.
"სასულიერო პირები იქნებიან თუ სამოქალაქო პირები, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ მთავარ თემას არ გავითვალისწინებთ. ჩვენ ეკლესია და ხვალინდელი დღე უნდა გადავარჩინოთ. უკვე ჯანმრთელობაზე აღარ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, იარსებებს თუ არა ქვეყანა და დაინგრევა თუ არა ის ჯანმრთელობის მკვეთრი პრობლემების გამო, არამედ ეკონომიკური კრიზისის გამო,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.