პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მიღწეული შეთანხმება ოქროს შუალედია. ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას, რომ დარჩნენ სახლში.
"ყველაზე სწორი იყო ის, რომ ხელისუფლებამ სწორი, მჭიდრო კომუნიკაცია აწარმოა საპატრიარქოსთან და ის შეთანხმება, რაც მიღწეულია ვფიქრობ, რომ ოქროს შუალედია. თუმცა ჩვენ გვაქვს ვალდებულება კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოქალაქეებს, რომ დარჩნენ სახლში, რადგან ამ პანდემიის საფრთხეები ძალიან სერიოზულია, ამაზე ჩვენმა ღირსეულმა ეპიდემიოლოგებმა არაერთხელ ისაუბრეს," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.