18 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
გავრილოვის გამო სახელმწიფოსთვის შექმნილი საფრთხე - სუს-ის ანგარიშს ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია. განსაკუთრებით კი იმ ნაწილს სადაც საუბარია 20 ივნისის მოვლენებზე. ოპოზიციის შეფასებით პასუხისმგებლობა ამ მოვლენებზე ხელისუფლებას ეკისრება, რადგან არ იქნა გათვლილი, თუ რა საფრთხეს შეიცავდა რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა.

"სახელმწიფომ და სუსმა დაუშვა შეცდომა, ვერ გათვალა რა შეიძლება მოჰყოლოდა ვიღაც გავრილოვის საქართველოში შემოსვლას, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა ოპოზიციური პარტიებისა და ამ გავრილოვის მუშაობის ძველი გამოცდილების, როგორც სპეცსამსახურის აგენტისა. სუს-ი რომ ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე გავრილოვი ვერ შემოვიდოდა და თავიდან იქნებოდა აცილებული ძალიან ბევრი რამ, რაზეც საუბრობენ თავიანთ მოხსენებაში, მთავრობის შეცდომა იყო მისი შემოყვანა და კიდევ უფრო მეტი შეცდომა შეიძლება დანაშაულის ტოლფასი, რაც მათ შემდეგ პარლამენტში ჩაიდინეს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ თუ ვინ იყო ინიციატორი მართლმადიდებლობის ასამბლეის საქართველოში გამართვის და გავრილოვის ჩამოსვლისა, რომელმაც ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემა შეუქმნა. კანდელაკი ასევე ხაზს უსვამს იმასაც, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში ბოლო 8 წლის განმავლობაში არ მომხდარა რუსეთის არცერთი ჯაშუშის დაკავება:

"როცა საუბარია 20 ივნისის მოვლენებზე და გავრილოვის ჩამოყვანაზე თითქოს ამ ანგარიშის ავტორს გამორჩა ვისი ინიციატივა იყო გავრილოვის და ამ ე.წ მართლმადიდებლობის ასამბლეის გამართვა, რომელიც როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, მაგალითად ესტონეთის და ლიტვის უშიშროების სამსახურებიც ამას ამბობენ არის რუსეთის გავლენის ერთ-ერთი პლატფორმა. ასევე არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ 8 წლის განმავლობაში საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც მოახერხა და არ დაუკავებია რუსეთის სასარგებლოდ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მომუშავე არცერთი ჯაშუში, მაშინ როდესაც რუსეთის ჯაშუშებს აკავებენ ყველგან,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები