18 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
თეოლოგ გოჩა ბარნოვს საპატრიარქოს გაკრიტიკების გამო უცნობი ადამიანი თავს დაესხა

თეოლოგ გოჩა ბარნოვს საპატრიარქოს გაკრიტიკების გამო უცნობი ადამიანი თავს დაესხა. თეოლოგმა უკვე მიმართა სამართალდამცავებს. ბარნოვის თქმით, შემთხვევა 14 აპრილს მოხდა.გოჩა ბარნოვმა TV პირველის ეთერში საპატრიარქო ახალი კორონავირუსით გათვალისწინებული შეზღუდვების არშესრულების გამო გააკრიტიკა.

"ზუსტად გუშინ წინ სამშაბათ საღამოს მქონდა ინტერვიუ ტვ პირველის ერთ-ერთ ჟურნალისტთან და ამ ინტერვიუს დასრულების შემდეგ ჩემთან მოვიდა ერთი ადამიანი და მან მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მითხრა რომ რატომ ვაძლევ ამ ინტერვიუს და რატომ ვსაუბრობ საეკლესიო თემებზე და რომ მე აღარ უნდა მივცე ეს ინტერვიუები. ის გაიწია ოპერატორისკენაც. მოვიდა ჩემთან მითხრა ეს სიტყვები და დამარტყა," - აცხადებს გოჩა ბარნოვი

დღის ამბები