18 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
ახალი შეზღუდვები - ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლების დაწესებული ნახევარ-ზომები მოგვარების ნაცვლად პრობლემებს ქმის

ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულ კარანტინს და დაწესებულ რეჟიმს აფასებენ პოლიტიკოსები. მათი განცხადებით, ეს პროცესები დაგვიანებულია და ხელისუფლებას მთავარი პრობლემა ეკლესიებში მრევლის მისვლის ისევ მოუგვარებელი აქვს.

"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული ნახევარ-ზომები მოგვარების ნაცვლად ახალ პრობლემებს ქმის სხვა სფეროებში:

"ბოლო შეზღუდვით, მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვით, სერიოზული პრობლემა შეექმნება სურსათის სფეროს, საავადმყოფოებს, აფთიაქებს, ვინაიდან ეს ღამე საკმარისი არ იქნება ლოჯისტიკურად რომ მოგვარდეს მათი საშვების საკითხი. ცალკე პრობლემად რჩება უბნის ეკლესიები და იქ შეკრება. ჩვენ ამ ნახევრად-ზომებით მთავარი პრობლემა სადაც გვაქვს და ინფექციონისტები რასაც გვეუბნებიან, რომ სწორედ ტაძრებში შეკრება ახლა მთავარი საფრთხის მატარებელი, ის კვლავ რჩება მოუგვარებელი," - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და საარჩევნო ინტერესები წინ დააყენა ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებთან შედარებით:

"შესწირეს პოლიტიკურ ინტერესებს, არ უნდოდათ რა, გაენაწყენებინათ მრევლის გარკვეული, მცირე ნაწილი და გავლენიანი საეკლესიო ჯგუფები. მათ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და საარჩევნო ინტერესები წინ დააყენეს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესებთან შედარებით. აი ეს ქმედება ხელისუფლების მხრიდან, შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულებრივად," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

 

დღის ამბები