18 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
აშშ საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მილიონ 700 ათასი დოლარით ეხმარება

შეერთებული შტატები საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მილიონ 700 ათასი დოლარით ეხმარება. შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი პანდემიის დროს სხვადასხვა ქვეყნის დაფინანსების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. მასალაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის გამოყოფილი თანხა ძირითადად ლაბორატორიული სისტემების მომზადებას, შემთხვევების გამოვლენას, საპასუხო ზომებისა და საჭირო ტექნიკური ექსპერტების მომზადებას მოხმარდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველომ შტატებისგან 3 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება მიიღო, საიდანაც 139 მილიონი ჯანდაცვის სფეროსთვის გამოიყო.

დღის ამბები