ოპოზიციის კრიტიკას, რომ მთავრობამ ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით მოქალაქეების დროულად გაფრთხილება ვერ უზრუნველყო, რამაც მოქალაქეებს გარკვეულ დისკომფორტი შეუქმნა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პასუხობს.
მამუკა მდინარაძის თქმით, გამკაცრებული ზომების მიზანი არ არის მოქალაქეებისათვის დისკოფმორტის შექმნა. მისივე თქმით, ზომების გამკაცრების მიზანია ქალაქის და ქვეყნის მასშტაბით, რაც შეიძლება ნაკლები გადაადგილება მოხდეს.
"ნებისმიერი შეზღუდვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და დანიშნულება არის მაქსიმალურად შემცირდეს მობილობა. მეტი მიზანი არ არის. არავის არ სჭირდება და არ არგია ვინმეს დისკომფორტი. მიზანი დისკომფორტი არ არის, მიზანია ადამიანების კონტაქტის შემცირება,"- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.