18 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერს

ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ორგანიზაციამ განცხადება "ტვიტერში" გამოაქვეყნა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სექტორში დაუყოვნებლივ გასატარებელ ზომებსა და ასევე ეკონომიკის მხარდაჭერას.

"ევროპის საინვესტიციო ბანკი სრულ ვალდებულებას იღებს მხარი დაუჭიროს საქართველოს ბიზნესის, ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერის და არსებული პროექტების განხორციელების კუთხით," – აცხადებს ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.

დღის ამბები