18 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
რთული პერიოდის შემდეგ, პრიორიტეტი ბიზნესში ონლაინ ვაჭრობა იქნება - ნათია თურნავას თქმით, მომდევნო კვირას სექტორის მონიტორინგი დაიწყება

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საგანგებო ვითარების პერიოდში ბიზნესების შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს. 

"მინდა განმარტებები გავაკეთო ბიზნესთან დაკავშირებით. ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან კრიტიკულ ეტაპზე. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადამწყვეტი ზომებიც. 

ამავდროულად, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ბიზნესების შემოწმებას აქტიურად ვაგრძელებთ და ვიგებთ, თუ რამდენად პასუხობენ ბიზნესები ახალ გაიდლაინებს. 300-ზე მეტი კომპანია გადამოწმდა.

იმ ეპიდემიოლოგიური საფრთხეების გათვალისწინებით როდესაც ჩვენ კრიტიკულ ვითარებაში შევდიბვართ, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე არ არის მოსალოდნელი რომ ჩვენ აქტიურად დავიწყებთ ბიზნესების ამოქმედებას, მათი ვინც დროებით შეჩერდა. სამაგიეროდ ამ პერიოდს ჩვენ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ ბიზნესების მონიტორინგი დავასრულოთ,"- აცხადებს ნათია თურნავა. 

მინისტრის თქმით, რთული პერიოდის გადავლის შემდეგ, პრიორიტეტი ბიზნესის თვალსაზრისით ონლაინ ვაჭრობა იქნება. 

"როგორც კი მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ზომების შერბილება დავიწყოთ და კვლავ ავამოქმედოთ ეკონომიკა, ყველა უნდა იყოს ამისთვის მზად და დამატებითი დრო აღარ უნდა დავხარჯოთ ამ პროცესებში. 

უნდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი ბიზნეს სექტორებს შორის იქნება ონლაინ ვაჭრობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მომდევნო კვირაში დავიწყებთ მათ მინიტორინგს. ამით ჩვენ, სექტორს მოვამზადებთ იმისათვის, რომ ამ პერიოდის შემდეგ დავიწყოთ ეკონომიკის ამოქოქვა,"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

 

 

დღის ამბები