18 ნოემბერი 2024,   07:17
ვრცლად
ევროპის საბჭოს, NATO-სა და ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეების პრეზიდენტები COVID 19-თან დაკავშირებით ერთობლივ მიმართვას აქვეყნებენ

ევროპის საბჭოს (PACE), NATO-ს (NATOPA) და ეუთო-ს (OSCEPA) საპარალამენტო ასამბლეების პრეზიდენტები - რიკ დაემსიატილა ესტერჰაზი და გიგი წერეთელი, კოვიდის პანდემიასთან დაკავშირებით ერთობლივ მიმართვას აქვეყნებენ.

ერთობლივ მიმართვაში ნათქვამია, რომ გლობალური კრიზისი გლობალურ რეაგირებას მოითხოვს და კრიზისის მოსაგვარებლად საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

"ჩვენი ორგანიზაციები ერთად, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, 57 ქვეყანას და მილიარდზე მეტ მოსახლეობას მოიცავს. ეს გლობალური კრიზისი მოითხოვს გლობალურ რეაგირებას. საერთაშორისო თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი ამ მრავალმხრივი კრიზისის მოსაგვარებლად.

ჩვენ მივესალმებით მრავალი სახის დახმარებასა და სოლიდარობას ჩვენს სახელმწიფოებს შორის, რამაც ხელი შეუწყო უამრავი სიცოცხლის გადარჩენას. ამასთან, მეტი ძალისხმევაა საჭირო, რადგან არცერთ ქვეყანას არ შეუძლია გაუმკლავდეს კრიზისის მასშტაბებს და მის შედეგებს," - ნათქვამია მიმართვაში.

დღის ამბები