18 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
სოფელ ტახტისძირში, ოკუპანტების მხრიდან ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს კარლ ჰარცელი ტვიტერზე გამოეხმაურა

ქარელის სოფელ ტახტისძირში, ოკუპანტების მხრიდან ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გამოეხმაურა.

ევროკავშირის ელჩმა საკუთარი პოზიცია ტვიტერზე გაამოქვეყნებული განცხადებით დააფიქსირა.

"შემდგომი ბორდერიზაცია  საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის მხრიდან სრულიად დაუშვებელია. მოვუწოდებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს ქმედებები და თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯებისგან, რომელმაც შესაძლოა სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს,"- წერია კარლ ჰარცელის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ტახტისძირის მიმდებარედ განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

დღის ამბები