საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მორწმუნეებს მოუწოდებს, რომ აღდგომის დღესასწაულს ანთებული სანთლებით შეხვდნენ:
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, რომ აღდგომილ მაცხოვარს ყველანი ერთად ანთებული სანთლებით შევხვდეთ ღამის 12 საათიდან."- აღნიშნულია საპატრიარქოს ვებ-გვერდზე.