18 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ის, რომ დაავადება ორ კვირაში და ერთ თვეში არ დამთავრდება, სამწუხაროდ ექიმებს უკვე ეჭვი არ გვეპარება - მაია ზალდასტანიშვილი

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, დღეს ეს მაჩვენებელი 394-ია. სავარაუდოდ რიცხვი გაიზრდება. იზრდება ქვეყანაში არსებული კლასტერები და შიდა გავრცელების შემთხვევები.

აღდგომის ღამის შემდეგ ექიმები მოსახლეობას ახალ რეკომენდაციებს აძლევენ. სპეციალისტები იმ მოქალაქეებს მიმართავენ, რომლებიც ღამით ტაძრებში მსახურებას ესწრებოდნენ, ექიმები მათ ურჩევენ, თვითიზოლაციაში გადავიდნენ და საკუთარი ოჯახების წევრებს მოერიდონ.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი იმედოვნებს, რომ აღდგომის ღამის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა არ მოიმატებს.

მაია ზალდასტანიშვილის ვარაუდით, კორონავირუსი ორ კვირაში არ დასრულდება.

"მშვიდობიანად გადაიარა ბზობამ და იმედი მაქვს, რომ მშვიდობა იქნება აღდგომის შემდეგაც. მე ვადევნებდი თვალს და ძალიან გაგებით მოეკიდა საკითხს მრევლი, იყო დისტანცია, სადაც მე ვნახე ეკეთათ ნიღბები და ა.შ. თუმცა პიკს ნამდვილად ველოდებით.

ის, რომ დაავადება იქნება და ორ კვირაში არ დამთავრდება და არც ერთ თვეში, სამწუხაროდ, ამაში ექიმებს უკვე ეჭვი არ გვეპარება.

ზიარებას და ხატთან მთხვევას თუ შევხედავთ, როგორც სანიტარულ წესებს, ვერაფრით ვერ ვიტყვით, რომ დაცული იყო," - განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.

დღის ამბები