რომიდან სპეცრეისი თბილისის მიმართულებით 2 დღეში უნდა შესრულდეს, თუმცა ბილეთების შეძენა ისევ პრობლემაა. "კურიერს" იტალიიდან ემიგრანტები უკავშირდებიან და ვითარების გარკვევას სთხოვენ.
მათი განცხადებით, ავიაკომპანიის ვებგვერდზე ბილეთების გაყიდვა დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ისინი საიტზე ვერ შედიან, ამიტომ ფიქრობენ, რომ საიტზე შეფერხებაა.
"კურიერი" ავიაკომპანია ინფორმაციის გადასამოწმებლად - ნამდვილად არის თუ არა ბილეთების პრობლემა,"აირზენას" დაუკავშირდა, თუმცა ავიაკომპანია "კურიერს" ჯერჯერობით არ პასუხობს.
ერთ-ერთი ემიგრანტი, რომელიც რომში ცხოვრობს, "კურიერს" დაუკავშირდა და ბილეთების შეძენის პრობლემის შესახებ უამბო. მისი თქმით, საიტს შეფერხებები აქვს და ბილეთის შეძენას ვერავინ ახერხებს.
"ყველას ვთხოვეთ ბილეთის შეძენა, იქნებ რომელიმე მათგანი შესულიყო საიტზე, მაგრამ ვერავინ შეძლო. ბინის პატრონები კი აქ გვეუბნებიან, რომ თუ ქირის თანხას არ გადავიხდით, სახლიდან გაგვაგდებენ,"- განაცხადა "კურიერთან" საუბრის დროს ერთ-ერთმა ემიგრანტმა.