18 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
საგანგებო მდგომარების გაგრძელებისთვის მხარის არდაჭერა პასუხისმგებლობისგან გაქცევაა - გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მისი მოსაზრებით, ამისთვის არანაირი წინაპირობა არ შეიძლება არსებობდეს.  

"ჩვენ დაუყოვნებლივ შევიკრიბებით და მხარს დავუჭერთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 10 მაისამდე. ერთი რამ შეიძლება ცალსახად ითქვას - დღეს არანაირი პირობა არ შეიძლება არსებობდეს იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. საგანგებო მდგომარების გაგრძელებისთვის მხარის არდაჭერა ნიშნავს, რომ შენ გაურბიხარ პასუხისმგებლობას, თუ რა მოხდება შემდგომ ქვეყანაში,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.  

დღის ამბები