"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტ სოფელ ტახტისძირში განხორციელებულ პროცესებს ეხმიანება და რუსეთის პატრიარქს მიმართავს.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მაშინ, როცა მსოფლიო პანდემიის პირობებში ცხოვრობს და სხვადასხვა პროცესი შეჩერებულია, რუსული აგრესია კვლავ გრძელდება.
"როდესაც თქვენს მიერ ნაკურთხი უმაღლესი მთავარსარდალი და მისი შეირაღებული ძალები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებზეც კი არ ინდობენ ერთმორწმუნე მართლმადიდებლური მეზობელი ქვეყნის ადამიანებს, მის ტერიტორიას, მის უფლებებს, ამის შემდეგ გაქვთ თქვენ უფლება ილაპარაკოთ ერთმორწმუნეობაზე?" - მიმართავს შალვა ნათელაშვილი რუსეთის პატრიარქს.