18 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
პარლამენტი იმოქმედებს ზუსტად ისე, როგორიც იქნება ადეკვატური მოცემულობა რეალურ ცხოვრებაში - დავით მათიკაშვილი საგანგებო მდგომარეობაზე

უმრავლესობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს დაუჭერს - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ გააკეთა. დავით მათიკაშვილის თქმით, მმართველი გუნდის წევრები გადაწყვეტილებას იმ ვითარების შესაბამისად მიიღებენ, რაც ქვეყანაში რეალურად არსებობს. 

"პასუხისმგებლობა, რომელიც გააჩნია უმრავლესობას და ხელისუფლებას, სწორედ ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იმოქმედებს ზუსტად ისე, როგორიც იქნება ადეკვატური მოცემულობა რეალურ ცხოვრებაში.

ანუ, რა თქმა უნდა ჩვენ დავუჭერთ მხარს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ჩვენი ხელისუფლების ქმედებები არის ზუსტი და სწორი. ასე რომ ოპოზიცია თავისი დღის წესრიგით მოქმედებს ყოველთვის, სამწუხაროდ, ამ დღის წესრიგში მხოლოდ მათი პარტიული სუბიექტური ინტერესებია, განსაკუთრებით "ნაციონალურ მოძრაობას" და მის სატელიტ პარტიებს ვგულისხმობ,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი

დღის ამბები