18 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება

საგანგებო მდგომაროება 22 მაისამდე გრძელდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

დღეს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც პრემიერის პრესსპიკერმა აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანების გამოცხადებისთანავე ეს გადაწყვეტილება იქნება ძალაში, რომელსაც შემდგომში პარლამენტი მიიღებს და ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გუნდში თანხმობა არსებობს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ბრძოლა Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ სწორედ იმიტომ იქნა აღიარებული წარმატებულად, რომ ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ ქვეყანაში პირველი ფაქტის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე, დაიწყო ძალიან ქმედითი და მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღება.

"Covid-19-ის გლობალური გამოწვევა, ძალიან მძიმედ აისახება როგორც თითოეულ მოქალაქეზე, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. რასაც თითოეული ჩვენგანი ზედმიწევნით ზუსტად აღვიქვამთ.

 საქართველოს მთავრობის ბრძოლა ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ სწორედ იმიტომ იქნა აღიარებული წარმატებულად, რომ ჯერ კიდევ ქვეყანაში პირველი ფაქტის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ძალიან ქმედითი და მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღება, რასაც უნდა შეეფერხებინა COVID 19-ის გავრცელება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი იყო თანმიმდევრული, გეგმის შესაბამისი და თითოეული გადაწყვეტილება ეყრდნობოდა პროფესიონალების და ჩვენი ექსპერტების მოსაზრებებს.

სწორედ ამის შედეგია, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 408 დადასტურებული ფაქტია ქვეყანაში და არა გაცილებით უფრო მეტი. ფართოვდება კლასტერები სამწუხაროდ და სულ უფრო რთულდება და მძიმდება იმ წყაროს დადგენა, საიდანაც ეს კლასტერები ვრცელდება," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები