18 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა

ქვეყანაში ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

"საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა გაგრძელდა მიმდინარე კვირის ჩათვლით, ანუ ორშაბათამდე, 27 აპრილამდე. "ჩვენ გვესმის ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც შეზღუდვების პირობებში ხედავენ ავტომობილების გადაადგილებას ქუჩაში და გამოხატავენ გარკვეულ უკმაყოფილებას. გვინდა მათთვის კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, არ ეხება საკვები და სასურსათო ობიექტებში მომუშავე პირებს, ასევე ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომლებს და ინფრასტრუქტურული სამუშაოების განმახორციელებელ სუბიექტებს და სხვა ფიზიკურ და ინდივიდუალურ პირებს, რომელთა საქმიანობა დაშვებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. ისინი გადაადგილდებიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.   

 

 

 

დღის ამბები