პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, კითხვები, რომელიც საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით პრემიერის მისამართით არსებობდა პასუხგაუცემელი რჩება, რადგან გიორგი გახარია პარლამენტში არ მივიდა.
"22-ში რატომ კეთდება და რატომ 23-ში არა, გამეცით პასუხი აბა, გვაძლევთ საშუალებას დავუსვათ ეს კითხვა? ვის დავუსვათ ეს კითხვა?" - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის წევრებს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი იყო, რომ რეგლამენტი კითხვა-პასუხის რეჟიმს არ ითვალისწინებს.