18 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას დიქტატურის დაგვირგვინებად და ძალაუფლების უზურპაციად აფასებს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი საგანგებო ვითარების გახანგრძლივებას ძალაუფლების უზურპაციად აფასებს და აცხადებს, რომ ამ ყველაფრის მიზანი საპროტესტო ტალღის ჩახშობაა. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

"დღეს ოლიგარქმა ფაქტიურად დაიწყო თავისი დიქტატურის დაგვირგვინება, ძალაუფლების უზურპაცია, გამოკეტა მშიერი ხალხი ბინებში და მოუწყო მათ სოციალური გენოციდი. ყველაფერ ამის მიზანია საპროტესტო ტალღის ჩახშობა, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, არჩევნების გადადება ან ურცხვად გაყალბება, როგორც ჩვევია. გააუქმეთ ყოველგვარი კომენდანტი საათი. აღადგინეთ მაღაზიების, აგრარული ბაზრების, ტრანსპორტის მუშაობა, გაეცით ათასლარიანი კომპენსაცია ოჯახებზე," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები